
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შეხვედრას თურქეთთან გამართავს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება.
ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე;
დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხვადაგიანი;
ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია;
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ დინამო არენაზე, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.