
აშშ-ის პრეზიდენტმა ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს თეთრ სახლში, ვახშამზე უმასპინძლა.
ერთ-ერთმა რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა: “პრეზიდენტო, რამდენიმე კვირაში დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებით. გუშინ ნაიჯელ ფარაჯი კაპიტოლიუმში იმყოფებოდა, ბევრს საუბრობდა ონლაინ ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სთხოვდა თქვენნაირ პოლიტიკოსებს, ამ ოთახში მყოფ ზოგიერთ ადამიანს, რომ ამ საკითხზე რეაგირება მოეხდინათ. რამდენად შემაშფოთებელია ეს საკითხი თქვენთვის?”.
პასუხად, ტრამპმა აღნიშნა, რომ ძალიან გაკვირვებულია დიდ ბრიტანეთში, სოციალურ ქსელებში, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით.
“დიდ ბრიტანეთში უცნაური რამ ხდება. ისინი ზომებს იღებენ, რაც გასაკვირია. მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ვნახოთ, რა მოხდება. ეს განსხვავებული, ცოტა განსხვავებული სიტუაციაა… ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რაც ხდება. სამწუხაროა. და ეს არ არის კარგი”, – განაცხადა ტრამპმა.