ციბენა: რაჭაში შარშანდელთან შედარებით ორჯერ, სამჯერ მეტი სტუმარია

რაჭაში წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, – ამბობს სასტუმრო „ციბერას“ წარმომადგენელი მერაბ ჯანელიძე.

„ძალიან დიდი ხალხმრავლობაა, არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მაგრამ შარშანდელთან შედარებით ორჯერ-სამჯერ მეტი სტუმარია და ამ „გემო ფესტმა“ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოიყვანა რაჭაში.

ყველა კმაყოფილია. სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა გაიაროთ – უამრავი სტუმარია და ყველგან კმაყოფილებაა. რაჭას ძალიან დიდი მომავალი აქვს. წელს ჩემმა სასტუმრომ სამჯერ მეტი სტუმარი მიიღო. ეს მოხდა იმიტომაც, რომ საცურაო აუზი დავამატეთ. სასტუმროსთან ერთად საცურაო აუზის ქონას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამანაც მიიქცია ყურადღება და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად უფრო მეტი სტუმარიც მივიღეთ,“ – აღნიშნავს მერაბ ჯანელიძე.

სასტუმრო „ციბერა“ მდებარეობს ამბროლაურში, რუსთაველის №46.

სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია კეთილმოწყობილი კოტეჯები და ასევე სამსართულიანი სასტუმრო. პირველ სართულზე არის დიდი საბანკეტო დარბაზი ბუხრით და ვერანდით, დანარჩენ სართულებზე – კეთილმოწყობილი ნომრები.

Back to top button