თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ბრალდებით დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ფ.,1975 წელს დაბადებული გ.გ. და წარსულში ნასამართლევი პირები:1979 წელს დაბადებული გ.ჯ., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1969 წელს დაბადებული ზ.ბ., 1959 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.ხ..

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 209 ძირი, „მარიხუანა“ და „ბუპრენორფინი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Back to top button