
ონის მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა სახალხო დღესასწაული “ონელობა- 2025”.
ქალაქმა ონმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი იყო არაერთი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარის მიმართულებით.
“ონელობა 2025“ – ის ოფიციალური ნაწილი ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სტუმრებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
მოეწყო ონის, ამბროლაურის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტების არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება.
სახალხო დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტს ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ვესელინ ვალკანოვი მოადგილესთან ერთად სტუმრობდა, ქალაქ ონში ასევე იმყოფებოდნენ დამეგობრებული პოლონეთის რესპუბლიკის და ისრაელის დელეგაციები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკორწმინდის ეპისკო0პოსი მეუფე ვახტანდი, დელანოზი ნოე კერესელიძე და სხვა სასულიერო პირები.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა-პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ-ქრისტინა კობახიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა დააჯილდოვეს 2025 წლის საპატიო ონელები. მუნიციპალიტეტის წინაშე გამოჩენილი არაერთი მხარდაჭერისთვის ტრადიციული ჯილდო გადაეცა:
პარმენ მარგველიძე – რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული
მამუკა გონგაძე – საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
ირაკლი ბურდილაძე – BK Holding-ის მმართველი პარტნიორი
დავით გობეჯიშვილი – ექიმი მედიცინის აკადემიური დოქტორი,
დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ონელები:
ქეთევან ლებანიძე – ექიმი
ფერიდე გუგეშაშვილი
მზია გუგეშაშვილი – საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი
თამარ გრძელიშვილი – ექიმი
რომან კირვალიძე –
რომან ჯელაძე –
სახალხო ზეიმი “ონელობა – 2025” გალა კონცერტით გაგრძელდა .
კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი “ ქართული ხმები” და “ გორდელა”
შეგახსენებთ, რომ პირველად ღონისძიება მოკრძალებულად 2008 წელს ჩატარდა სახელწოდებით „ ონი და ონელები“. მას შემდეგ დღესასწაული ყოველწლიურად იხვეწება, მასშტაბურ სახეს იღებს. სახალხო დღესასწაულს სტუმრობენ ქალაქში წასული რაჭველები და უცხოელი სტუმრები. წელს ონის მუნიციპალიტეტმა მე-17 ონელობა აღნიშნა.