
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინს შეხვდა. ამის შესახებ ტალიაშვილი X-ზე წერს.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან, ნამდვილ პატრიოტთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნა, არსებული კავშირების განმტკიცება, ასევე ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა”, – აცხადებს ტალიაშვილი.