მარიამ ქვრივიშვილი: მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს დადგმული სიმძლავრეების ზრდას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს

„ენერგეტიკა ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტის მქონე სექტორია. პირველ რიგში, გვინდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც გასულ კვირას ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამინისტროს ენერგეტიკული სექტორის განვითარების ახალი ხედვა გააცნო.

„ჩვენ, განახლებულ გუნდთან ერთად, ენერგეტიკის სექტორთან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. დარგში არსებობდა ბევრი კითხვა, რაზეც ჩვენი მხრიდან საჭირო იყო პასუხის გაცემა. შეხვედრაზე მივიღეთ ჩვენთვისვე სასარგებლო უკუკავშირი და კერძო სექტორთან შევთანხმდით, რომ მსგავს ფორმატს რეგულარული სახე ექნება, რათა დასახული საერთო გეგმების მუდმივი მონიტორინგი გავაკეთოთ,” – აღნიშნა მინისტრმა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან ერთად, კიდევ უფრო ეფექტურები ვიქნებით იმისთვის, რომ ვიყოთ სწორი პროექტების, ინვესტორების მხარდამჭერები, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე და შემდგომში კერძო სექტორის ინტერესებზე დამყარებული იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.

Back to top button