ირაკლი კობახიძე: ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის” სახე – „ნაცი” არის ბნელი

ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის” სახე – „ნაცი” არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გედი ფოფხაძემ გააგრძელა ის ხაზი, რომელიც აჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, რომელმაც სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით,

„გედი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელიც არავითარ კომენტარს არ იმსახურებს. მთავარი არის ის, რომ ამით ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაცის” და რადიკალური ოპოზიციის სახე. კონკრეტული „ნაცები”, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი, ნათია ჭკუასელი და სხვები, პირდაპირ სიცილით და სიხარულით შეხვდნენ ახალგაზრდა კაცის შემზარავ მკვლელობას აშშ-ში. ამის შემდეგ რამდენიმე საათში გედი ფოფხაძე, ამ ადამიანების კიდევ ერთი გაგრძელება, აკეთებს ასეთ განცხადებას. გედი ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც კი დროის ფუჭი ხარჯვაა, არაფრად არ ღირს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის „ნაცის” სახე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენა გედი ფოფხაძემ. მან გააგრძელა ის ხაზი, რომელიც გვიჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის” სახე – „ნაცი” არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა. ეს არის ერთადერთი, რა კომენტარიც შეიძლება გაკეთდეს გედი ფოფხაძეზე და მის სულიერ მეგობრებზე, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი და სხვები – „ნაცი” არის ასეთი”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button