
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2026-2030 წლების სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
ზვიად გაბისონიამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა განათლების სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და სტაბილური განვითარებისათვის სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, განათლების ხარისხის განმტკიცება და ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქმედო გეგმის მიმართულებები და იმ მექანიზმების გაძლიერების გზები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებებისა და კადრების ხარისხის ამაღლებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროში შემავალი სსიპ-ების წარმომადგენლები, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ცენტრის ექსპერტები და საბჭოების წევრები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა საბოლოო სტრატეგია ასახავდეს ქვეყნის საგანმანათლებლო საჭიროებებს, საერთაშორისო გამოცდილებას და სამომავლო ხედვას.