
2021 წელს მივატოვე ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც ძალიან დაფასებული ვიყავი.
სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვედი, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ ამორალური იქნებოდა უცხოეთიდან ჩემი მოწოდებები ბრძოლისკენ, მაშინ როცა ეს ბრძოლა სულ უფრო სარისკო გახდა – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მან გადაწყვიტა, საკუთარი ტყავი შემეგდო თამაშში, ისევე, „როგორც ახლა საკუთარი ტყავი შეაგდო ხაბემ“.
„მე მაშინ ასფალტზე მათრიეს, მომწამლეს, მუდმივად ახალ-ახალ „სასჯელებს“ მისჯიან.
მინდა მოვუწოდო ყველას, ვისწავლოთ იმავე ნეპალის მაგალითისგან (სხვათა შორის ჩემი ნიკუშა ცხოვრობს ახლა ნეპალში) და მასიურად გავავრცელოთ რეჟიმის კორუმპირებული მოხელეების სასახლეების ფოტოები.
შევისწავლოთ მათი ოჯახების და საყვარლების სოციალური ქსელები, სადაც ისინი მუდმივად ახდენენ თავისი ძვირი აქსესუარების დემონსტრირებას, გვახარბებენ თავის მდიდრულ უცხოურ ვოიაჟებს.
გავაშიშვლოთ ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის თვალში ივანიშვილის დამქაშების ფუფუნება და თავგასულობა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხილება.
ერთად მაგრად უნდა დავდგეთ და გავიმარჯვებთ!“ – წერს სააკშვილი.