გალტ & თაგარტი: 2025 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

გალტ & თაგარტის შეფასებით, 2025 წლის აგვისტოს თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (ზრდა +3.3% წ/წ).

გალტენ & თაგართის პროგნოზით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს 4.5
მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

Back to top button