
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.
რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ეთმობა.
„ამ კითხვაზე მარტივი „დიახ“ ან „არა“ პასუხი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. მოგეხსენებათ, ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა.
ამ ეტაპზე, უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება ძირითადად ამ კონფლიქტის დასრულებაზეა გამახვილებული – თუკი ეს შესაძლებელია.
სამწუხაროა ამდენად მაღალი ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: თუკი შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ ომის დასრულებაში, გვსურს, ეს კონსტრუქციულად გავაკეთოთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.