დაესწარი ვებინარს და გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ სტიპენდიატებს  ავლენს და მათ დიდი  ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კი საქართველოს ბანკი 19 სექტემბერს, 19:00 საათზე ონლაინ შეხვედრას მართავს.

CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი – ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი – ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ:

  • როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
  • როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
  • მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: http://go.bog.ge/46uENpo

აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

Back to top button