
საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკის მომგვრელი ფაქტი – 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო. და აქ ჩნდება კითხვა – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი “ქეში” და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების „გათეთრებას“ ?! – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ აღნიშნული სქემა სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორთან იყოს დაკავშირებული.
„საქართველოს პროკურატურამ გამოავლინა შოკის მომგვრელი ფაქტი – 624 მილიონი ლარი დოლარის სახით და 35 მილიონი ევრო. და აქ ჩნდება კითხვა – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი „ქეში“ და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების „გათეთრებას“ ?! ძალიან დიდი ალბათობით – სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორი, რომელიც წლებია სისტემატურად ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და ცდილობს, პოლიტიკური სპეკულაციებით დაიბრუნოს გავლენები, რომელიც 2003-2012 წლებში ჰქონდა. საინტერესო იქნება, გამოძიების ოფიციალური დეტალები, რომელიც მალე გასაჯაროვდება“, – წერს ქადაგიძე.