წაღვერში დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, წაღვერში,  სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა  წიწვოვანი სახეობის  6 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში”.

აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.

Back to top button