
„ნანულა ჟორჟოლიანის შვილი გაუჩერებია პოლიციას, აკუსტიკური იარაღი ჰქონია და გაშლილი აქვს ახლა თმები ლობიანის მაგნატს, როგორ გაბედეთ და ჩემ შვილზე ინფორმაცია გაავრცელეთო“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის აქტივისტებმა არასრულწლოვანს სცემეს და ასევე აკუსტიკური იარაღი წაართვეს, ამასთან იგი კრიმინალადაც გამოაცხადეს, ხოლო ბულინგის კამპანიაში, ნანუკა ჟორჟოლიანიც აქტიურად მონაწილეობდა. ნიკოლეიშვილის თქმით, ბოროტება ოპოზიციონერებს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან.
„ნანულა ჟორჟოლიანის შვილი გაუჩერებია პოლიციას, აკუსტიკური იარაღი ჰქონია და გაშლილი აქვს ახლა თმები ლობიანის მაგნატს, როგორ გაბედეთ და ჩემ შვილზე ინფორმაცია გაავრცელეთო. რამდენიმე დღის წინ, ვიღაც ჯობავამ და მისმა აქტივისტმა ძმაკაცმა რომ სცემეს ბავშვს და „იარაღი“ წაართვეს, ეგეც აკუსტიკური იარაღი იყო, მაგრამ ცოცხლად შეჭამეს ბავშვი და დადასტურებულ კრიმინალად გამოაცხადეს. ამ ბულინგის კამპანიაში ნანულა ჟორჟოლიანი აქტიურად იყო ჩართული. ჰოდა ლობიანის მაგნატს მინდა ვკითხო ახლა – არაა ხომ სასიამოვნო, ეს ყველაფერი? აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ ყველა ბოროტება, რასაც აკეთებთ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.