ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იდარდებს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საფრანგეთის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის დაინიცირებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს რეზოლუცია არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს.

“რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილი ისევ კვდება და საქართველოში არის ავტორიტარული მმართველობა, თქვენს შეკითხვებზე მეტად არასერიოზულიც კი არის ის რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთში დაინიცირდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ ვითარებაზე მიუთითებს,”- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button