გიორგი ახობაძე: 4 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ ე.წ. ხელისუფლებას, როგორიც უკრაინელებმა ჩაუტარეს რუსებს „აბლაბუდას“ სახით

„რეალურად ახლა ჩვენც იგივე დაბომბვის ქვეშ ვიმყოფებით, როგორი დაბომბვის ქვეშაც იმყოფება უკრაინა. მინდა ყველას გავახსენო, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ რუსებს სერიოზული სიურპრიზი შესთავაზა „აბლაბუდას“ სახით და მგონია, რომ ჩვენც რაღაც მსგავსი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ. განსხვავებული, რომელსაც არ ელოდებიან და აქამდე არასდროს გვიქნია“, – ამის შესახებ ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ახობაძემ „დღის ამბებში“ განაცხადა.

„ისეთი რამე, რომ გარდატეხა შევიტანოთ. უკრაინამაც ამის შემდეგ ისეთი გარდატეხა შეიტანა, მოტივაციის თვალსაზრისით იმხელა ნახტომი იყო უკრაინელი მებრძოლებისთვის ის ოპერაცია, რაც ჩატარდა და დღემდე ვუყურებთ წერტილოვან დარტყმებს იმ არტერიებზე, რომლებიც ასაზრდოებს რუსულ სამხედრო მანქანას, იქნება ეს ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, თუ ასე შემდეგ.

ჩვენც რაღაც „აბლაბუდას“ მსგავსი უნდა გამოგვივიდეს. 4-ში ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ, თუ არ შევიკრიბეთ, ვერაფერს დავიწყებთ. 4 რიცხვი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ რუსული გავლენების გამტარებელ ე.წ. ხელისუფლებას, როგორიც ჩაუტარეს უკრაინელებმა რუსებს „აბლაბუდას“ სახით.

ისეთი რაღაც უნდა ვქნათ, რაც აქამდე არ გვიქნია და ეგ რაღაც ჩემი გადმოსახედიდან არის პერმანენტული პროცესი, რომელიც იქნება ქუჩაში და დილით, მოქალაქეები რომ გაიღვიძებენ და სამსახურში წასვლას რომ დააპირებენ დახვდებათ ქუჩაში“,- განაცხადა გიორგი ახობაძემ.

Back to top button