სუსი: დადგინდა დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით.

მათი ინფორმაციით, დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა.

Back to top button