შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენი პრიორიტეტია- ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
ვარჰეის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით.
“დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებაზე და საქართველოსთვის განსაზღვრულ ფლაგმანურ ინიციატივებზე გაკეთდა. შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით”,- წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.