არსებობს მარტივი დასავლური სტანდარტი პოლიტიკაში და ეს სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ როდესაც პოლიტიკოსი სჩადის დანაშაულს, ის აღარ რჩება პოლიტიკაში – ეს არის ისეთი მინიმალური მოთხოვნა პოლიტიკოსების მიმართ, რომ ამაზე მარტივი წესი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„უმარტივეს დანაშაულებზეც კი, როგორიც არის მაგალითად, პარტიული შემოწირულობების დამალვა – ასეთი ტიპის გადაცდომებზეც კი პოლიტიკოსები ევროპაში მარტივად მიდიან პოლიტიკიდან. აქ კი საქმე გვაქვს არა გადასახადების ან შემოწირულობების დამალვასთან და მსგავსი ტიპის დანაშაულთან, არამედ საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც მხილებულნი არიან მილიონების გაფლანგვაში, მედიის მიტაცებაში, მკვლელობაში, წამებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ეს მარტივი ევროპული სტანდარტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პოლიტოკოსები, რომლებიც სჩადიან დანაშაულს, უბრალოდ აღარ რჩებიან პოლიტიკაში. ეს არის ჩვენი ერთადერთი სურვილი, რომ ეს სტანდარტი ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.