
„არა მარტო ამერიკული კანონი და მისი ზუსტი (!) ანალოგი უქმნის საფრთხეს საქართველოში „კანონის უზენაესობას“ – არამედ თვით ვენეციის კომისიის მუშაობა და მისი დასკვნები საფრთხეს უქმნიან ადამიანის ნეანდერტალელისაგან ისეთ განმასხვავებელ ნიშანთვისებებში გარკვევას, როგორიც არის: აზროვნება, ლოგიკა, ანალიზის უნარი, ფსიქიკური ჯანმრთელობა“, – წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პრობლემური მხოლოდ „ამერიკული კანონის“ გამეორება არ არის – ვენეციელ „კანონიერი პარანოიკებს“, როგორც ის უწოდებს, უნდა აინტერესებდეთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი თავისი შინაარსით მაქსიმალურად უახლოვდება რუსულ მოდელს.
„არა მარტო ამერიკული კანონი და მისი ზუსტი (!) ანალოგი უქმნის საფრთხეს საქართველოში “კანონის უზენაესობას“ – არამედ, თვით ვენეციის კომისიის მუშაობა და მისი დასკვნები საფრთხეს უქმნიან ადამიანის ნეანდერტალელისაგან ისეთ განმასხვავებელ ნიშანთვისებებში გარკვევას, როგორიც არის: აზროვნება, ლოგიკა, ანალიზის უნარი, ფსიქიკური ჯანმრთელობა. აქ მხოლოდ „ამერიკულშიც“ არაა პრობლემა – ვენეციელი „კანონიერი პარანოიკების“ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საქართველოს „რუსული“ სისხლის სამართლის კოდექსიც, რომელიც თავისი სამართლებრივი შინაარსით მაქსიმალურ თანხვედრაშია თავის რუსულ ანალოგთან. ერთი წამითაც დაუფიქრდით: საქართველოში იგივე დანაშაულისთვის სჯიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეებს – რისთვისაც სჯიან ავტორიტარულ, ოკუპანტ და აგრესორ რუსეთში! ჩვენი ორივე კოდექსის დაახლოებით 60-65% მუხლი შეიძლება ჩაითვალოს ფუნქციურად ეკვივალენტურად: ისინი აღწერენ იმავე ძირითადი ტიპის დანაშაულებს – მკვლელობა, სხეულის დაზიანება, სქესობრივი დანაშაული, ქონების ხელყოფა, კორუფციული ქმედება, მართლმსაჯულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. თუმცა, დაახლოებით 35–40% მუხლი კი მნიშვნელოვნად განსხვავდება (მადლობა ღმერთს!): სხვა კრიტერიუმებია დანაშაულის შემადგენლობაში, დაცული ობიექტები განსხვავებულია, ან საერთოდ არ არსებობს ანალოგი მეორე კოდექსში. მთავარი კვეთა, სადაც არის ასეთი მსგავსება და „ვენეციის კომისიის“ ლოგიკით სასწრაფოდ უნდა იქნეს ამოღებული სისხლის სამართლის კოდექსის ქართული ვარიანტიდან, არის: პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულები (სიცოცხლისა და, ჯანმრთელობის ხელყოფა, თავისუფლება, ღირსება) – რაც შინაარსობრივად თითქმის სრულად ემთხვევა ერთმანეთს; ქონებრივი დანაშაულები – ასევე თავისი სტრუქტურით მსგავსია, განსხვავება ძირითადად ზარალის ოდენობებშია; საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები – ემთხვევა სახეობების დონეზე (ხულიგნობა, იარაღის უკანონო ფლობა და ა.შ.) კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულები – მთლიანობაში ანალოგიურია: ქრთამი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაყალბება სამხედრო დანაშაულები – საერთო კატეგორიები ემთხვევა, მაგრამ დეტალიზაცია განსხვავებულია; წლების განმავლობაში დემოკრატიულ საქართველოში, რომლის მოსახლეობის „85% მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ და მხოლოდ „17%-ს აღელვებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ – საკუთარ მოქალაქეებს სჯიან იმავე სამართლებრივი კრიტერიუმებით, როგორც ამას დიქტატორულ რუსეთში აკეთებენ. შევარცხვინე ის „ვენეციის კომისია“ – რომელიც თავის შიზოფრენიულ „სამართლებრივ” მიდგომებს ამ მნიშვნელოვან საკითხს ჯეროვნად არ უთმობს“, – წერს დავით ქართველიშვილი.