
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი”, შემდეგ კი ორჯერ მიჰყიდა მოქალაქეს, დამნაშავედ ცნო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა” და „ე” ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.