ირაკლი კობახიძე: სააკაშვილთან დაკავშირებული სამედიცინო მუშაკები ყველაზე ხშირად მას ფსიქიკას უწუნებენ, აცხადებენ იმას, რაც საზოგადოებამ იცის სააკაშვილის შესახებ

ის სამედიცინო მუშაკები, რომლებიც სააკაშვილთან რაღაც ფორმით არიან დაკავშირებული, ყველაზე ხშირად მას ფსიქიკას უწუნებენ. ანუ, აცხადებენ იმას, რაც პრინციპში საზოგადოებამ იცის სააკაშვილის შესახებ, მაგრამ ეს ღიმილის მომგვრელია, როდესაც მასთან დაკავშირებული ექიმები აკეთებენ ამას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა მოხდება მაშინ, როდესაც შესაბამისი უწყება ამას საჭიროდ ჩათვლის.

„შესაბამისი უწყება როდესაც ჩათვლის, რომ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა შესაძლებელია, ეს მაშინვე მოხდება. ბუნებრივია, ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ და ამის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებამ უნდა მიიღოს. რაც შეეხება მათ რიტორიკას, უკვე ღიმილის მომგვრელია. ის სამედიცინო მუშაკები, რომლებიც სააკაშვილთან რაღაც ფორმით არიან დაკავშირებული, ყველაზე ხშირად მას ფსიქიკას უწუნებენ. ანუ, აცხადებენ იმას, რაც პრინციპში საზოგადოებამ იცის სააკაშვილის შესახებ, მაგრამ ეს ღიმილის მომგვრელია, როდესაც მასთან დაკავშირებული ექიმები აკეთებენ ამას. დაახლოებით კამოს ისტორია შეიძლება გავიხსენოთ სააკაშვილთან მიმართებით. ასეთ მდგომარეობამდეა უკვე ეს მისული და ეს არის სასოწარკვეთილების შედეგი. მას უნდა რამენაირად გამოვიდეს ციხიდან და ყველა ზომას მიმართავენ ამისთვის. ეს ღიმილის მომგვრელია და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button