პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2009 წელს დაბადებული ქ.ა., 2008 წელს დაბადებული ლ.ზ., 2007 წელს დაბადებული მ.მ., 2008 წელს დაბადებული ლ.ქ. და 2008 წელს დაბადებული ლ.წ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს.

ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Back to top button