საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მიზანი განიხილა, ჩამოყალიბდეს განახლებადი ენერგიის და ელემენტების მწარმოებელ ცენტრად.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, მაროშ შევჩოვიჩს შევხვდი. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა საქართველოს მიზანი, ჩამოყალიბდეს განახლებადი ენერგიის და ელემენტების მწარმოებელ ცენტრად. ასევე, ვისაუბრეთ გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.