გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, როგორც ორგანიზატორს, რომ აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლის შესაძლებლობა მომეცა

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელურ დისკუსიაში „გლობალური ვაჭრობის განახლება” მონაწილეობა მიიღო გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელმა მდივანმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ არმიდა სალსია ალისჯაბანამ.

„მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, როგორც ორგანიზატორს, რომ ამ ფორუმზე გამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. საქართველო ESCAP-ის რეგიონული წევრია, მისი გამოცდილება ცხადად გვაჩვენებს მიღებულ შედეგებს. ჩვენ ჩვენს როლს ვასრულებთ რეგიონის ქვეყნებს შორის, როგორც ენერგოკავშირების, ასევე საინვესტიციო კავშირების უზრუნველყოფაში. გლობალური ვაჭრობა ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის, ამის გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ სამომავლო განვითარებაზე, ინკლუზიურობასა და მედეგობაზე. ქვეყნები რეგიონალურ მრავალმხრივ შეთანხმებებს აფორმებენ, რომ ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობები მიეცეთ”, – აღნიშნა ალისჯაბანამ.

ამასთან, მისივე თქმით, თანამედროვე სავაჭრო შეთანხმებები სცდება ტარიფების შემცირებას, რაც აუმჯობესებს სტანდარტებს და ხელს უწყობს ციფრულ და მდგრად ეკონომიკებს. მას შეუძლია ხელი შეუწყოს რეფორმებს, გლობალურ და რეგიონალურ მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

„გლობალურმა გადაწყობამ ასევე გამოიწვია ეროვნული სავაჭრო სისტემების მოდერნიზება, სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, განსაკუთრებით, გაციფრულების მხრივ”, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.

 

Back to top button