ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი: ძალიან ვართ დაინტერესებული შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებით და აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებული ღონისძიებაა

„აბრეშუმის გზის ფორუმის” პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე” ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ნურლან საურანბაევმა შუა დრეფნის განვითარებასა და ტრანზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს ფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებული ღონისძიებაა. ტრანზიტი, რომელსაც ყაზახეთში „მეორე ნავთობს” ვუწოდებთ, არის ბევრი ქვეყნის მომავალი, მათ შორის იმათიც, ვინც აქ, ფორუმზე იმყოფება. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული შუა დერეფნის განვითარებით. ამასთან, მნიშვნელოვანი ნაწილია მთავრობათაშორისი შეთანხმება იურიდიულ და ინსტიტუციურ დონეებზე. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადების მსურველებს აინტერესებთ გარანტიები – რა წარმატებას მისცემს მათ ეს ნაკადები, ამიტომ აუცილებელია, მოვამზადოთ სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რომელშიც ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა.

პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე” მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზი.

Back to top button