
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს – აბდულა ბინ რუქ ალ მარის შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მაია ომიაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე – თორნიკე ჯობავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – გიორგი ჯანჯღავა.
მიხეილ ხიდურელი: „მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან. განვიხილეთ მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება ქართულ ბიზნესს ემირატების ბაზარზე პოზიციონირებაში. საამიროების მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ექსპორტიორ კომპანიებს ინტეგრაციის პროცესში, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ექსპორტის ზრდისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით. იანვარში დაგეგმილი გვაქვს ემირატებში სამუშაო ვიზიტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა”.