შსს-მ ბოლო 3 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის აქციის 60 მონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 3 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე – გ.ლ.,ზ.ს., მ.ბ., ვ.ჩ., ბ.ქ., გ.მ., ა.გ., ი.გ., გ.ლ., ნ.ლ., ზ.ც., ნ.ლ., დ.მ., დ.ჭ., ნ.ს., ს.რ., ლ.ს., რ.მ., ლ.ბ., ა.გ., გ.ხ., ნ.გ., ი.კ., ზ.მ., თ.კ., ი.ვ., ლ.ბ., ნ.ნ., ნ.ბ., დ.ა., ი.ხ., ნ.ნ., თ.გ., ვ.გ., გ.ე., მ.ტ., თ.ტ., ლ.შ.,ი.კ., ი.ღ., დ.ტ., ბ.მ., ნ.კ., ი.დ., გ.ჯ., გ.მ., ა.შ., თ.კ., ა.ჯ., ვ.ჯ., ლ.ა., თ.ლ., კ.კ., გ.ს., ნ.შ., შ.ბ., ლ.გ., ა.ლ., ნ.პ. და გ.ს. – დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Back to top button