
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფიგურა – მიხეილ სააკაშვილი – დღეს უპირისპირდება საკუთარ სრულ ანტიპოდს, ბიძინა ივანიშვილს კატეგორიაში: „ვის უფრო უყვარდა ადამიანი“.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილის ფონზე ქველმოქმედის, სამშობლოსთვის თავდადებული პატრიოტის შედარება – მხოლოდ შეურაცხად ტვინის პატრონს თუ მოუვა თავში აზრად.
„საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ისტორიაში, მისი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური პერსონაჟი, მიხეილ სააკაშვილი – დღეს ედრება საკუთარ სრულ ანტიპოდს, ბიძინა ივანიშვილს, კატეგორიაში: „ვის უფრო მაგრად უყვარდა ადამიანი“. ამაზე დიდი ცინიზმი – ძნელად მოსაძებნია. ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმის დამარცხების მთავარ გმირს და უპრეცედენტო ქველისმოქმედ მეცენატს – სადიზმის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის აპოლოგეტი ედრება.
მისი პოლიტიკური წარსული გაცილებით ზუსტად იკითხება მისი პიროვნული ფსიქოლოგიური სტრუქტურიდან, რომლის ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რატომ მიიღო სახელმწიფომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის სახე, რომელიც მიიღო და ამ შეფასებებში, ვეცდები მაქსიმალურად კორექტული ვიყო: ნარცისული ბირთვი: „მე ვარ ისტორიის გამტარი”, „მე ვარ ამ სახელმწიფოს აღმშენებელი“ – სააკაშვილის განუწყვეტელი თვითპრეზენტაცია, საკუთარი როლის გამოყოფა საერთო პოლიტიკური პროცესიდან, უპირობო მრწამსი საკუთარ უნიკალურობაში და საკუთარი გადაწყვეტილებების აბსოლუტურობაში – ზუსტად ეს ქმნის ნარცისული ლიდერის კლასიკურ კონტურს. მისთვის სახელმწიფო არ იყო ინსტიტუტების ერთობა, არამედ სცენა, სადაც იგი საკუთარ „ისტორიულ როლს“ ასრულებდა მისი დისოციალური თვისებები ახალისებდნენ ძალადობის „ნორმალიზაციას“ – სააკაშვილის მართვის სტილში მკაფიოდ ჩანდა ემპათიის დეფიციტი და მორალური საზღვრების ეროზია, რაც გამოიხატებოდა სახელმწიფო ძალადობის ინსტიტუციონალიზაციაში, საპატიმრო პენიტენციური სისტემის სისტემურ სისასტიკეში, პოლიტიკური ოპონენტების მოსპობის პრაქტიკებში, საზოგადოების ტოტალური დაშინების პოლიტიკაში სააკაშვილის ფსიქოტიპი ემყარებოდა დემონსტრაციულ ძალადობას, რომელიც იყო მისი პიროვნული სტრუქტურის ორგანული გაგრძელება. ამას ამყარებდა ისტერიული, სადომაზოქისტური და რომის იმპერატორ კალიგულას საუკეთესო ტრადიციების მქონე მმართველობის სტილი.
გარდა ამისა, სააკაშვილის პოლიტიკური სტილი მუდმივად ემყარებოდა დრამატულ, თეატრალიზებულ ეფექტებს: მისი საჯარო გამოსვლები, ჟესტები, კრიზისულ სიტუაციებში ემოციური აფეთქებები – ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკა მისთვის იყო რაღაც სცენური მოქმედება, რომელშიც აუდიტორია უნდა ყოფილიყო ემოციურად დაპყრობილი. ეს თეატრალურობა იყო არა შემთხვევითი მანერა, არამედ შიდა ფსიქოლოგიური საჭიროება – მუდმივად დაემტკიცებინა საკუთარი მნიშვნელობა. როდესაც მსგავსი ლიდერის პიროვნული სტრუქტურა არის ნარცისულ-ავტორიტარული და დისოციალური, მის მმართველობის ქვეშ გადასული სახელმწიფოც გარდაუვალად იღებს იმავე ფორმას: ძალადობის ლეგიტიმაცია „რეფორმების” სახელით, მოქალაქის ღირსების დაკნინება როგორც მართვის მეთოდი. ამ ავადმყოფის ფონზე, მასთან შესადარებლად მოყვანა – ქველმოქმედის, სამშობლოსთვის თავდადებული პატრიოტის – მხოლოდ შეურაცხადი ტვინის პატრონს თუ მოუვა თავში…“, – წერს ქართველიშვილი.
