
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 4.8398 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს” და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1106 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანა”-ს და რეალიზაციის მიზნით, აღნიშნული ნარკოტიკულ საშუალებებს ლანჩხუთში მდებარე საკუთარ სახლში აფასოვებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები და დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ე” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა); 260-ე კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა” და „ე” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა); 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა); 260-ე კვარტა მუხლის მეორე ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.