საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან გია ბარამიძის ეთერში სტუმრობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ დიანა ტრაპაიძემ გია ბარამიძესთან საუბარში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ყველაზე კარგი რაც მე გავაკეთე მთელი ცხოვრების მანძილზე ისაა, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი 2012-ში.
მიმაჩნია რომ გია, რომელიც მთლიანობაში მოწოდების სიმაღლეზე იყო, რაღაც მომენტში ზედმეტად მკაცრი იყო დიანასთან, მაგრამ მეც მაქვს რამდენიმე კითხვა ამ გამოცდილ და საკმაოდ კომპეტენტურ ჟურნალისტთან:
– და ვარდების რევოლუცია აი იყო ყველაზე კარგი მოვლენა რაც მოხდა ჩვენს ისტორიაში?
– აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება და ახალი ბათუმის შექმნა არის თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა?
– ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნა, ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების, ახალი განათლების სისტემით, ინფრასტრუქტურით, 100-ჯერ გაზრდილი ტურიზმით არ იყო ჩემი ძალიან დიდი მიღწევა?
– საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საერთაშორისო გავლენა, ამერიკის პრეზიდენტები და ვიცე პრეზიდენტები თბილისში, ჩვენი სწრაფი ევროინტეგრაცია და საქართველოს მყარი დაფიქსირება მსოფლიო რუკაზე იყო თუ არა ჩემი მიღწევა?
– 2008 წელში რუსეთის არმიის შეჩერება და საქართველოს სასწაული გადარჩენა იყო თუ არა მიღწევა?
– თუ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მაშინ ალბათ სწორია დიანას ლოგიკა, რომ ყველაზე კარგია რომ სააკაშვილი მშვიდობიანად მოგვშორდა 2012-ში.
იმედია ბევრი ასე აღარ ფიქრობს”- წერს სააკაშვილი.