,,დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა 2021 წლის ანგარიში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახადა თითოეული მოქალაქისთვის” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს ემსახურება – ,,დღეს ასევე წარმოდგენილი იყო კონკრეტული გეგმები, 10 წლიანი ხედვა, რომელიც ემსახურება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას და ასევე ემსაუხურება ყველა რეგიონის, ქალაქის, დასახლების განვითარებას და განახლებას”.