სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1958 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულ მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის საბარგულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button