იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი და 152 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Back to top button