ექსპერტი დავით ქართველიშვილი ეხმიანება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გახარიას პარტიასა და ,,ნაციონალურ მოძრაობას” შორის კოალიციის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს.
„ერთხელ გამოვთქვი ვარაუდი, შარშან საპარლამენტო ტრიბუნიდან, თვალების “საფირმო” ბრიალით – “მე თქვენ დაგასრულებთო” – იქნება “ოცნებას” ემუქრებოდა მეთქი? არაო, “თვალთხარიას” მუქარის ადრესატი სრულიად სანაცეთი იყოო. ის სანაცეთი – გუშინ რომ ოფიციალური “ინცესტი” გაუფორმა “ლამაზად მდუმარე” გახარიამ, რომლის ჩვენს მიერ თავიდანვე ნაწინასწარმეტყველმა “ფარულმა” სიყვარულმა ნაცების მიმართ, დღეს ჩხოროწყუში, “ცოდვის” პირველი ნაყოფი შვა: ნაცების მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წევრი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. მელიას ფაქტორის გამო ღალატის რეჟიმში გადასულმა გახარიამ დაასრულა თავისი მდუმარება, ამით “ნაცების დასრულებაც” დასრულდა – აწი ცხოვრების ბოლომდე, ჭირსა და ლხინში, სნეულებასა და სიხარულში, უკუნითი უკუნისამდე ერთად იქნებიან – გიორგი მდუმარე და მიხეილ არაჟნელი. მერე რა, რომ არც თუ ისე ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში იქნებიან, დიდი დრო არ უწერიათ – მაგრამ, რაც კი დარჩენიათ, ყოველი დღე მშვიდობაში მოახმაროს ლუციფერმა. ვალის გადახდას ალბათ შიმშილობაში ჩართვით დაიწყებენ. ერთი რამ არ მესმის – ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებაში, “ანტინაცმა” გახარისტებმა ზურგი რატომ მიქციეთ? ან მაშინ რა გეწყინათ ჩემგან ან დღეს როგორ არა გრცხვენიათ?“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.