ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს

„საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი და წევრი ქვეყნების მაჩვენებლებს აღემატება.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საქართველო ეტაპობრივად უთანაბრდება შემოსავლების დონის მიხედვით აღნიშნულ ქვეყნებს და 2030 წლისთვის საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სერბეთს და ასევე მონტენეგროს. შესაბამისად, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, თურქეთის გამოკლებით, იქნება ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა”, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

Back to top button