
არის კიდევ ორი მნიშვნელოვანი თემა, რაც აქამდე არ მიხსენებია და რაც პირდაპირ ამხელს ტრამპის სიყალბეს „დიპ სტეიტთან“ (არაფორმალუროლიგარქიულ მმართველობასთან) ბრძოლაში. უფრო მეტიც, პირდაპირ ამხელს, რომ ის ოლიგარქიული ოჯახების მოკავშირეა და მათი დავალებით „რებრენდინგის“ პროცესში მონაწილეობს, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული კანდიდატებით დაკომპლექტებულმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი.
“კარგად გახსოვთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ რამდენიმე თვე, დონალდ ტრამპი ხმალამოღებული ებრძოდა ლგბტ იდეოლოგიას, იმუქრებოდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას გააუქმებდა და დაისჯებოდა ყველა, ვინც ცხოვრების ამ გაუკუღმართებული წესის პოპულარიზაციასა და დანერგვაში მონაწილეობდა. ჰოი საოცრებავ – იცით რამდენიმე დღის წინ რა მოხდა? იცით რა არ გააშუქა არც ლიბერალურმა და არც კონსერვატიულმა ამერიკულმა მედიამ? – რესპუბლიკური პარტიისკვოტით, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა უზენაესმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების გაუქმების სარჩელი. არადა, ტრამპის ადმინისტრაცია, უშუალოდ პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას სწორედ ამ თემაზე აგებდა და მართალიც იყო, როდესაც ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის,”- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, აშშ-ში ყოველწლიურად 10 000 ადამიანი იცვლის სქესს, მაგრამ ეს საკითხი რატომღაც არ მოხვედრილა დონალდ ტრამპის დღის წესრიგში განსახილველ საკითხად.მისივე თქმით, აღნიშნული თემაც ისევე ჩახსნა ტრამპა, როგორც სხვა მრავალი წინასაარჩევნო დაპირება ლგბტ თემთან დაკავშირებით.
“ამის პარალელურად, სწორედ ტრამპი იყო ის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობას აძლევდა ამერიკელ ხალხს, რომ მკაცრად დასჯიდა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხელს უწყობდნენ სხვადასხვა მეთოდით სქესის შეცვლის ოპერაციებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ამერიკაში ყოველწლიურად 10 000 ადამიანი იცვლის სქესს ქირურგიული ჩარევით, ხოლო, ამის მიღმა არაოფიციალური სტატისტიკა მინიმუმ სამმაგია. ეს ოპერაციები ჩაატარეს კონკრეტულმა ექიმებმა კონკრეტულ კლინიკებში, დააფინანსეს კონკრეტულმა ფონდებმა და ამ პროცესს პროპაგანდას უწევდა კონკრეტული მედიასაშუალებები. გინახავთ ვინმე დასჯილი? გინახავთ ეს თემა ტრამპის დღის წესრიგში? გინახავთ რომელიმე ექიმი განსასჯელის სკამზე? ცხადია არა – ეს თემაც ისევე ჩახსნა ტრამპმა დღის წესრიგიდან, როგორც ბევრი სხვა დაპირება „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლაში.”- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.