აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით. სასამართლომ პრაქტიკულად უარი თქვა დისკუსიაზე და განხილვის გარეშე დახურა საქმე, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკითხი უკვე ერთხელ და სამუდამოდ „პირუთვნელ ჭეშმარიტებად“ არის გამოცხადებული – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, კენტუკის შტატის ყოფილი მოსამართლის საქმე აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა აღარ ცდილობს განსხვავებული არგუმენტების შეფასებას, არამედ მხოლოდ ერთ, უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციას იცავს.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით. სასამართლომ პრაქტიკულად უარი თქვა დისკუსიაზე და განხილვის გარეშე დახურა საქმე, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკითხი უკვე ერთხელ და სამუდამოდ „პირუთვნელ ჭეშმარიტებად“ არის გამოცხადებული. კენტუკის შტატის ყოფილი მოსამართლის საქმე აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა აღარ ცდილობს განსხვავებული არგუმენტების შეფასებას, არამედ მხოლოდ ერთ, უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციას იცავს. როდესაც უზენაესი ინსტანცია არ განიხილავს არც სამართლებრივ წინააღმდეგობებს და არც ქვედა სასამართლოების გადაწყვეტილებების პროპორციულობას, ჩნდება განცდა, რომ სასამართლო აღქმების ტყვეობაში არის, რომლისთვის ფაქტები მეორე ხარისხოვანი გახდა და ლიბერალური დღის წესრიგის მძევლად იქცა. განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ სასამართლო პრაქტიკულად გამორიცხავს შესაძლებლობას, მომავალში გადაიხედოს საკუთარი ისტორიული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი დებატი და ღირებულებითი კონფლიქტები არ შეწყვეტილა. თავის მხრივ ისტორიული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება, მაგრამ სამწუხაროდ აშშ-ს უზენაესი სასამართლო, საკუთარი გადაწყვეტილების სიმახინჯეს, ისტორიული კონტექსტის მინიჭებით ფარავს და საზოგადოებას შინაარსში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს.”- წერს ჩიხელიძე.

Back to top button