
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის მიერ 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ცივი შხაპია ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის.“
ჩიხელიძის შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს წარმატება ფაქტებზე დგას, ხოლო კრიტიკა ემოციებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებზეა დაფუძნებული.
„ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით, ქვეყანამ ისტორიულ შედეგს მიაღწია. იგი იმ სახელმწიფოების სიაშია, სადაც ფულის გათეთრების რისკი მინიმალურია და ამ მაჩვენებლით გაუსწრო ნატოსა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. საუბარი აღარ არის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე მიღწეული შედეგი ბევრად წინ არის იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც წლებია დასავლური ინსტიტუციური სისტემის ნაწილია.
ეს ფაქტი თავისთავად ამსხვრევს ნარატივს, თითქოს ქვეყანაში კანონი არ მუშაობს ან ეკონომიკა არაჯანსაღია. 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი დასავლეთიდან მომდინარე უსაფუძვლო კრიტიკის საუკეთესო პასუხია. მსგავსი საერთაშორისო რეიტინგი ფაქტებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის ფუნქციონალური სისტემა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები და ეკონომიკური სტაბილურობა.
2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ცივი შხაპია ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის მათთვის, ვინც ცდილობს შიდა თუ გარე აუდიტორიას დაუმტკიცოს, თითქოს ქვეყანაში რეგრესი და უკუსვლაა, რეალობა კი ასეთია: საქართველო არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს პოზიციებს იმ სფეროში, რომელიც სახელმწიფოს სანდოობის ერთ-ერთ მთავარ საზომად ითვლება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს წარმატება ფაქტებზე დგას, ხოლო კრიტიკა ემოციებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებზე“, – წერს დავით ჩიხელიძე.