საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ხელვაჩაურის პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურორებმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.
შეხვედრის ასევე ყურადღება გამახვილა ნარკოტიკული დანაშაულის არსსა და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და სასჯელებზე, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას.

 

Back to top button