“POSTV-მ“ სახელმწიფო ინსპექტორს- ლონდა თოლორაიას ჰკითხა, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი, თუმცა მან ამ კითხვას თავი აარიდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.