ბაკურიანში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის  თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა 5 კუბურ მეტრამდე  წიწოვანი სახოების სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა. სამართალდამრღვევის მიმართ   შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ავტომანქანა დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, ბაკურიანის საქმიან ეზოშია გადატანილი.

Back to top button