პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურორებმა შეხვედრაზე მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

შეხვედრაზე პროკურორებმა ნარკოტიკული დანაშაულის არსზე და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს პროკურორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლებას.

Back to top button