
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1965 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მძიმე ტექნიკით გზის გაყვანით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რკინის მილი – 1958 წელს დაბადებულ რ.მ.-ს დაეცა.
მიღებული დაზიანების შედეგად რ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ზ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.