
პრეზიდენტ ტრამპის გამონათქვამთან დაკავშირებით, როდესაც მან ეჭვქვეშ დააყენა მეგობრების სამხედრო დახმარება – ქართველები ამერიკელების გვერდით იდგნენ, როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ავღანეთში ქართველი სამხედროების დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სააკაშვილმა ეს მაინც მოახერხა.
„მას შემდეგ რაც 2009 წელს გენერალმა პეტრეუსმა გამოაცხადა ჯარის კონტინგენტის გაზრდა და მიმართა ყველა მოკავშირეს, ჩვენ დავთანხმდით დამატებით 1 ბრიგადის გადასროლაზე, თუმცა ობამამ, რომელიც რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას ატარებდა და საერთოდ უნდოდა რომ დაევიწყებინა საქართველოს არსებობა, დააიგნორა ჩვენი შეთავაზება და მე პეტრეუსმა და ჰოლბრუკმა მხოლოდ 1 წლის შემდეგ ვაიძულეთ დათანხმებულიყო და ჩვენი საუკეთესო ბრიგადა გაემგზავრა ჰელმანდის პროვინციაში, ყველაზე ცხელ წერტილში ავღანეთში.
დაიღუპა 20-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი. ამ ბიჭებმა თავი შესწირეს მათ შორის საქართველოს საკითხის მუდმივად საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენებას, რაც სასიცოცხლო იყო ჩვენი უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ ჯარისკაცების თავდადების შედეგი იყო, რომ 2012 წელს ობამა დათანხმდა ჩვენთვის ამერიკული იარაღის მნიშვნელოვანი პარტიის გადმოცემას, კერძოდ საჰაერო თავდაცვის ამერიკული სისტემების და ვერტმფრენების (), რაზეც ივანიშვილმა ეგრევე თქვა უარი.
რა თქმა უნდა, ქოცბანდა არასდროს დაიცავს ჩვენი გმირი ჯარისკაცების სახელს და მე ჩავთვალე ჩემს ვალდებულებად მათი სახელის და პატივის დაცვა.
დიდება ქართველ ჯარისკაცებს!“ – წერს სააკაშვილი.