დავით მათიკაშვილი: საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს, ეს სისტემურ პრობლემას ქმნის

საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს, ეს ქმნის სისტემურ პრობლემას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

„ხდება ამ სტრუქტურის ინსტიტუციური გასწორება და გაჯანსაღება. კანონპროექტის მიხედვით ეს სტრუქტურა ორ სამსახურად იყოფა“, – განმარტა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი, რომელიც უწყების თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, შესაძლოა, გადაიხედოს.

Back to top button