,,მჯერა, უფრო საინტერესო შეფასებები იქნება ამ პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენთვისაც, ჩვენთვისაც და ვფიქრობ ეს შეფასებები იქნება ძალიან ობიექტური, პარტნიორული და მეგობრული. არა ისეთი, როგორიც ბატონ არმაზ ახვლედიანს ჰქონდა, რომელმაც ძირითადი კითხვა ძალიან კარგად დაიწყო საჯარო მოხელეების მხარდაჭერით და დაასრულა დაზუსტება ძალიან გაურკვეველი, გაუგებარი სანქციებზე საუბრით’’ – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პარტია ლელოს წევრს არმაზ ახვლედიანს, რომელმაც მმართველ პარტიას მიმართა, რომ შესაძლოა დასავლეთმა სხვა რამის გამო არ დააწესა სანქციები, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით, შესაძლოა მათ სანქციები მიიღონ.
როგორც რატი იონათამიშვილმა არმაზ ახვლედიანის საპასუხოდ განაცხადა, ტყუილად ელანდებათ მათ ეს სანქციები, რადგან ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად 2024 წელს ევროკავშირს მიმართავს წევრობაზე.
,,მინდა გითხრათ, ნუ გელანდებათ სადღაც ეს სანქციები, ეგ სანქციები არ მოხდება, ვინაიდან ,,ქართული ოცნება’’ არის ის პოლიტიკური პარტია, ვინც ჩვენს მოსახლეობასთან ერთად 2024 წელს, ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს წევრობაზე. და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.’’ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.