დონალდ ტრამპმა 17 მაისი საყოველთაო ლოცვის დღედ გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2026 წლის 17 მაისს ამერიკელები საყოველთაო ლოცვაზე მიიწვია.

როგორც ტრამპმა განაცხადა, 17 მაისს ვაშინგტონში, ეროვნულ მოედანზე, ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რომლის მიზანიც იქნება „ამერიკის ხელახლა გამოცხადება ღმერთის წინაშე ერთიან ერად.“

აღნიშნული ღონისძიება, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი საჯარო რელიგიური შეკრება იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან რელიგია და ქრისტიანობა ამერიკული პოლიტიკისა და კულტურის ცენტრში დააბრუნა. ტრამპმა ხაზი გაუსვა ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა სკოლებში ლოცვის მხარდაჭერა, ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და თეთრ სახლში რწმენის საკითხებზე პასუხისმგებელი ოფისის შექმნა, სხვა ქმედებებთან ერთად.

Back to top button